2


INFORMATION WEB-PORTAL


GLOBAL-INFO

  თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი არის მთავარი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში. ტაძარი 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა.

  ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისათვის და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად გაჩნდა ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა

  1989 წელს, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა, მაისის თვეში საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა.

  შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისათვის 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

  ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.


ინფორმაციის წყარო:http://intermedia.ge/